რად
●
წლებით გამოცვლილ და ტიხრებიან
სახეზე დაღი მაწევს, დავისა...-
მიწისკენ, წელში, რად იხრებიან,
ჩანს, უკვე ითხოვს იგი თავისას?!
და გავლენ, როცა, ეზოებიდან,
ხმელი წიფელი რად გრძნობს ავ შვებას?!
...იხოცებიან ბებოები და
ხელთ აყოლებენ ჩვენს ტკბილ ბავშვობას...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი