* * *
საათი, ექვსის გამო შვეული, თეთრ ციფერბლატზე წუთით ამხედრდა, თუმც, წამის, ტყიდან გამოშვებული, ისარი მოდის, როგორც სამხედრო... საღამოვდება, ჟღალი... თუ მუქი, სველ წყალსაწრეტებს, ქუდი ახურავს. ო, უშვებს, უშვებს წვიმა, თუნუქის და გააფთრებით ურტყამს სახურავს. არგებს ალაყაფს ბებერ გასაღებს ამ წელიწადის ბოლო რეგენტი... რომ მიმქრალ სხივებს მზე ვერ ასაღებს, ძელებს უჩნდებათ თივის რაქიტი. ივსება ცელით ის არე-მარე, მოჰბეზრებიათ გარშემო დგომა. ...და გადმოკვეთა ისარმა არე, მოდის და მოაქვს ბრგე შემოდგომა... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი