შემოდგომის ცა (მანდაეთს)
ქარმა სიმშვიდე, ჭადრის, აჩეხა, გზა დაიკავა ქაოსმა მგლურად... შემოიხვია ჩადრი, აჯიღა და გამოეწყო ცა ოსმალურად. ელვამ ღალატზე, ჩანს, შეიტყო, მის, ახეთქებს ღრუბელთ, გარდმო, ან ერწყმის... ხრინწი ჩაწმინდა ცამ, შემოდგომის წვიმა ზერელედ გადმოანერწყვა... დარით ზედვაკეს, ავით, იჯაბნის,- როს ყველაფერი დაფოთლილია, რომ ჩამოიხსნა შავი ჰიჯაბი და ალეწილი დგას ,,ფლოტილია". თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი