ქარი (მანდაეთს)


● 

              ,,...და როცა ქარი უნდა დახატონ,
           ტოტებგადახრილ ხეებს ხატავენ..."
                                              ვ. ჯავახაძე 

                ცა იჭრა 
                და რას ბლანდავ, თერძო, ზედ...

წამს, ქარიშხალმა იგდო, 
გალია
და წამოწოლილ ბალახს, თეძოზედ,
ფეხქვეშ უდიერ იგდებს კალიაც.
ვით შეხეთქება ოც მდინარეთა,
ბუნების ძალას უკანვე შობენ-
ქრიან და რკინის ბოძთ მინარეთნი,
თავაწყვეტილნი უკრავენ შოპენს.
თურაშაული რომ თოვდა გარეთ,-
დგას გორაკებად...
 ამოდენაა...
ჩანს, ვაჭრობს ქარი, ვით სოვდაგარი,
რომ გრიგალს უხმო ამ უთენია...
 და იგრძნო ძალა და შემატება, 
როს გაიზარდა ნაგრამი გრამით...  
მიეზვირთება და- 
             შემართებით!-
შუკა-შუკებით და კრამიტ-კრამიტ...
ქრიან ქარები...
,,ჟოლოპებს", სახლის
და თხილის ბუჩქებს კლავენ, ასევე...
და როგორც გამხმარ კოლოფებს- სახმილს,
ჩასახუტებელ მკლავებს ასევენ...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი