მთები (მანდაეთს)
●
როს ხმელ ნოემბერს ცა ეპარება
და ისმის შორით
ხევს ბანი,
დოლის...-
მოდის ზამთარი,
წაეფარება,
მთებს დაკონკილი საბანი, თოვლის.
ნისლის შეათბობს წამით, მათ, რახი,
დაბეჭდავს კალთებს ორბის ბეჭედი
და აეწვებათ ყინვის მათრახით
აჭრელებული ზორბა ბეჭები...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი