* * *
თოვლია.
ფანტელის არმია-
სმენაზე!
ფიფქები...
ფიფქების
სიკვდილი ენაზე...
და თოვლში ტრიალი,
ცეკვა და
გიტარაც...-
ისაა!
ისაა!
გვსურდა, რაც!
გინდა, რაც...
როგორ თოვს...-
რა მიყო...
რა გვიყო, ამინდმა...
დაღამდეს? გათენდეს?-
არ მინდა!
-არ მინდა...
თოვლია!-
ლიცლიცებთ
თეთნულდზე
შენ და მზე!
ზღვაც მინდა!
წამოდი,
წავიდეთ,
შენმა მზემ!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი