ძაფი


● 

ეს სიამაყე იყო განაღა,
იგიც ქრებოდა ბოლოსდაბოლოს...
დრომ სიყვარულის ახო განაღმა
და ნარჩენებზე ბოლავდა ბოლი.

იწვოდა ჯარი შორთა და თხელთა
ისე, ვით ცვილით პატრუქი იწვის...
როს ერთგულების შითიც დათხელდა,
იყურებოდა თვალებით, იჭვის.

ქუხდა სიჩუმე, ჰყრიდნენ პატივს მას...
ელავდა ორი ულუფა, გონთა...
თვით ცას კი, როგორც წამის პატიმარს,
მხოლოდ დუმილის უფლება ჰქონდა.

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი