ფოთოლთ-ცვენა
● დროა...- მოხიკავს ქარიც აწ მისებს, რომ ნიადაგთა არგონ... ავდები და თვალთ,- უძირო ,,ოქროს საწმისებს", მოაწყდებიან ,,არგონავტები"... დგება დღე ხმელთა და ცარიელთა, ჩანს, შემოდგომამ უჭრელი უჭრა... შინ კი... ო, შინაც დაცარიელდა შენი კარადა... უჯრები...- უჯრა. ივსება ეზო... მთა... ქვაფენილი... და ვერუთქმელი ექოა ეს ხმის, რომ ჭილის თოკზე, თავს, გაფენილი, შენი სამკდილი ჩემს შიფონს ესხმის. თუმცა ბადაგი უხეშ ,,გალიფეს" ჩამოსდინდება მით თოთო წვენად და სიყვარულსაც ფეხქვეშ გაიფენს, ვით ქარიშხალი... ვით ფოთოლცვენა... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი