შემოდგომა ქურდიანზე
●
მოჩანს მთაწმინდა,
ვით ქურდი ბანზე
და თითქოს მოწმედ არის აქ ანძაც...
ბობოქრობს ზეცა და ქურდიანზე
ჩამოატარებს ქარის აქანდაზს.
ვით მეთუთუნე თოთო დიბს თოხნის,
გამოაჭრიან ვით ხმელ წელთ კამებს...- სწყდებიან ჭადართ ფოთოლთ-დიპტიხნი
და ასხდებიან ყვითელ ძელსკამებს.
გზნებით იწვება კოცონს შეშა სრულ...
ზე გახუნდება ბერი-შიფერის,
რადგანაც მხოლოდ კოცნით შეშაშრულ
ლოყებს,
წითელი ფერი,
შეჰფერის.
აწვიმს ბრგე ხაბაზს, ითრევს ,,საბმელი",
ვით მანდაეთში ბარდას აწვიმდა...
ჟგლეთი ეშვება, ვით კრეტსაბმელი,-
და ეფარება ფარდა მთაწმინდას.
დროა,-
კანაფებს ველთა აჩეხენ,
იმართებიან ქოხს ქუდიან, ზე...
ეხვევა კვამლში ,,ძველთა" საჩეხე
და შემოდგომა ქუხს ქურდიანზე.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი