ერთად
●
შენ- წყრომის ჩენით,
მე- ატკეცილი,
ვითარცა მოწმე, ბარდა-
მარგილად...
ოცნება, მსგავსი ცის, ათ-კეცილის,
მიღმიერებით ჰგავდა მარგინალს.
გრიგალმა გზებით, ავით, ატარა,
თუმც- ერთად:
შენი
ნამის სადგომი
ტუჩები, როგორც- ნავი,
პატარა,
ჩემი თმა, როგორც- ნავმისადგომი...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი