ნოემბერი იმერეთს


● ნ ო ე მ ბ ე რ ი  ი მ ე რ ე თ ს

მწიფე კაკალი, ბრგე ხეივანი-
სახეს ნესტიან, ყოფენ, ნიქაბში.
ძარს წამალივით რგებს აივანი,-
შარაზე უდევს მყიფე ნიკაპი.
შუკებში ისმის:
      ,,-წვიმის იმღერეთ!"
პასუხად წვეთავს:
      ,,-გარდა - უარის..."
ისევ დელგმაა, რადგან იმერეთს
წუხელ ღრუბლებმა გადაუარეს
და სიტყვებს ისვრის, აბა, თუ უშვერს...
როგორც მინდორი ,,დანერწყვილ" 
 ,,ძაძას",
შემოდგომისას, ალბათ, მიუშვერს,
მზეს, გასაშრობად მთა ერთ წყვილ ძუძუს.
ეკიდებიან სანთლებად ,,ზვავნი",
ვით თავთუნებად- ტყიური სვია,-
როს ითელება სათლებით ზვარი
და აალებულ ტყვიებს ისვრიან...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი