მესერის ზებრა (მანდაეთს)
●
ჩანს:
მაღალ ხეთა შურთხის საფარი,
ნაძვნარის წყება,
მთა- მაშისებრი.
ქუჩისკენ იწევს შუადღის ,,ზაბორი"*
და დაიწყება თამაში-
,,ზებრა".
წყარო- ცისებრი,
მზე-სერისებრი,
დუმალა- უხვი და ჩანადენი...
თუ აეწყობა მესერის ზებრა?!
ან თითზე დათვლა
დარჩა,
რამდენი...
ღრუბელი იჭვის თვალებით მზერდა,
როს მზესთან რჩომით ზაფრა მესარე.
ჩრდილი... მზე... ჩრდილი...
მზე...
ჩრდილი...
მზე და-
შარაზე გაწვა ზებრა, მესერის.
თამთა მუმლაძე ✏
*ბარბარიზმი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი