გაზაფხულის ცა (მანდაეთს)
●
მაცნეა, წვიმის,
,,ელვა დეპეშა",
ჩანს, უსახური,- ახლის...
როს მოიმარჯვა ელვამდე პეშვით-
ჟიჟმატს სახურავს ახლის.
,,წელს უსათუოდ მოიწევს მტილი!"-
ფრთანი აიკრეს ქორთა.
ელვა, როგორც ბმა ორი წერტილის-
ცამ გადაიკრა ქორდად...
თუმც ვით როსკიპი მეწვრილმანე მყვარს,
მზეს უკვე აცმევს იქ ,,რობს"*...
ო, სიყვარულით მე წვიმა მიყვარს
ის კი მპასუხობს:
,,-ვფიქრობ..."
თამთა მუმლაძე ✏
*სპეციალური, სამუშაო ტანსაცმელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი