ღამის დადგომა (დარიალს)
●
წვიმდა კვლავ ლოშქრით
დღეს
,,კუბიდონი",
თუმც, ღმერთთა ელვის სიმით* შეკრეს ცა,
როს მზე გაშუალდა მის კაბადონზე
და ბუჩქის ჩრდილი სამზე შეკვეცა.
ისე მობღუის თერგი ჯახით, რომ
ბერი ალანთა კარი ,,ატირდა"
და მთელი ძალით გასვლას ჯახირობს
დღე- დაცემული კარიატიდა.
ძალს მეთევზე,- ჰგვრის წუხილს სონათა...
ჩანს, ეჭიდება ,,გოლიათს" დორი*
და დგება ღამე, მწუხრის სონატა,
შავ ცაზე მთვარის გოლეადორი.
თამთა მუმლაძე ✏
*აბრეშუმის ძაფი;
*ნიჩბიანი თევზსაჭერი ნავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი