კალანდა
●
ვითარცა კიოტას-
აქა ტურებს
აკივლებს მწუხრისა ჩადრი, კრული.
გახედავ- გომია, ჭადრაკული,
შეფეთქილ წვერებსღა აკანტურებს.
ვიდრემდის გაჟონავს ჩიჩა* ლაქებს,
მიუშვერს ნაქურჩალ ლოყას ზეცას,-
შტოების ქონმრავალ ლოყაზეცა
ათლიან, კალპიან, ჩიჩილაკებს.
თუ წვენთა მაჭიკებს უღალატეს,-
ავსებენ ღვეზელის გორგოლაჭებს
და როგორც ტანსრული გოგო ლაჯებს,-
მოათრევს ლანგარს დღე, უხალვათოს.
უნთებენ შაშხანებს, ცა მათია...
მოდიან, არიფი*, გონს, დოლები.
კრთებიან გვიმრათა გონდოლები
ეზოში, იანვრის ცამეტია
და დგება გურიას კალანდობა,
ჯარგვალში ბედისას მოხიკავენ...
მოხევენ ბოლოღა მოჰიკანებს
კედელზე, ამა წლის კალენდრიდან.
თამთა მუმლაძე ✏
*ჩიჩა- კუთხ. (გურ.) თხილის ერთ-ერთი ჯიში, აქვს მობრტყო ნაჭუჭი და ზეთოვანი გული;
*თანამეინახე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი