ღამის პერიფერია
⚫ ვერ ვეგუები ხომ იცით, თბილისს, ვერ ვეგუები... და ასე შემდეგ... ჩანს, შევეზარდე ხორცით ბეილისს, და მალე, სულსაც დაასევს შედეგს. (ო, თან სიმშვიდე ისე მომშივდა...) ბინდმა მზის თავი ჭაბუკ მოცელა და ბოლოს იღებს, ახლა, ,,ნაქურჩალს". გლახამ გავუძღე ჩიბუხს მუცელი, ისე შევყევი ბნელში ნაქუჩარს. (გადათხრილია სავანე, შვინდთა!) მოჰხადა ჭათა, როგოს მაჯამა ქარმა და ელის, ახლა, როს შედეგს! კბოდე შეათრო, როგორც მაჭარმა და იგიც ყვირის: ,,-ჰე, მტკვარო, შედექ!" (შვიდი ჯებირი შეიცნო შვიდ დად...) კვლავ მოსდევს ქვებით ყოველ ფაიტონს, რაც კრიბა ძალა,- იქვე დაიყო. ...სართულზე ვიღაც ჰყვება ,,ფელეტონს"- არა იყოვო... იქნებ და- იყო... (წამს, ციფერბლატი აელდა შვიდად.) ყურძენთ, ხარდნისა,- მწიფეთ და ნარჩენთ, აწვენს და ვით მათ, ისე ,,მდევნიან“... ნება მიეცათ, მარცვალთ, დანარჩენთ, შემოაჭამდა, ალბათ, მტევნიან... (ქარის ქირქილი ჭკუიდან მშლიდა...) სველია ხიდის ყველა პარტია (ჰე, ეზარება დახრა დახლიდარს...) და ნესტის პირი ისე ფართეა, ვინძლო ბრგე კედლის ,,დახრა“* დაღლიდა... (ვაი და ბანგი ნელ-ნელა მშლიდა.) წვიმას აპირებს- აჩენს და აჩენს ბროლებს ღრუბელთა კოხტა ლოყები, როს მთქნარებისას ბაგეს დააფჩენს. არ ეზარებათ კოხთა ლაყაფი... (ძაღლმა ნერვები მოჭიმა მშვილდად.) ო, არ ბეზრდება ქლესა მუშთაიდს და ყოველ გამვლელს მისდევს,- დე, ნამოს. ნარდ-მოთამაშე კლასი, მუშათა შეეხიზნება მაშინ ,,დინამოს", (და გაგრძელდება ბაასი მშვიდთა,) სად, მკერდზე ბურთი ასწიოს, ათლეტ ყრმას* სურს. ...და ცისა ფერი- ფერია! თვლემს პროსპექტიდან ასიოდ ადლით მოშორებული ,,პერიფერია" (და ასე მშვიდად... და ასე მშვიდად...). თამთა მუმლაძე ✏ *გამოხრა; * ბ. პაიჭაძე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი