ოლე
⚫
ცისფერი ნაფლეთი,-
ავი კიდე,
ღრუბელმა, წვიმისამ, ამოლესა.
სიბერე მეგზურად ავიკიდე,
დღეს უფრო მესმის მე ამ ოლისა*.
დანებდა თოთი და რა იცინის,
მეხებმა ბოლოღა გაისროლეს...
,,-მოვხუცდით...
თარიღთა რა იციან,
ისევ აქ ვიდგებით გაისს, ოლე!"
იმედის გადეკრათ ჩურთ*, ჩულები *,
გავყურებთ ნარჩენთა ალათ,- წრიულ...
გლახანი,
გამვლელნი
ჩურჩულებენ:
,,-გამოხმა...
მოჭრიან, ალბათ, ,,წრეულ"..."
თამთა მუმლაძე ✏
* ოლე- ახოში საჩრდილობლად დატოვებული ხე;
* ჩური- თოშსა და ყინულს რომ მიაყრის ერთად;
* ჩული- ბალნურა;
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი