ბარში
.
,,ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე:
მე, ის და დუმილი..."
ვ. კოტეტიშვილი
▪ბ ა რ შ ი
ვისხედით ბარში ჩვენ ორნი...
ვსვამდით წვენს,
იწვა დუმილი.
მე- შენს თავს აღარ ვჩემობდი,
ცეცხლი- ნელ იყო, თუ მალი...
ქრებოდა ბარიც, ზღვის ხედით,
სდიოდა სუნი წვენს, შმორის...
და უკვე სამნი ვისხედით:
მე,
შენ
და ხრამი- ჩვენს შორის.
✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი