ბები


▪

  ბები- თავის მომვლელი,-
ზამთარს მარტო უხვდება!
კაცი არ ჰყავს მთოვლელი,-
უხვდება და უხვდება...

  ბები მა რტოს ხელაა...
მოქანცული ჩაფს* ლულავს.
განა მარტოხელაა-
,,მონაგარში ჩაფლულა“!

თამთა მუმლაძე ✏

*ჩაფი- კუთხ. (ხევს.მოხევ.) გრძელი, დაბალკედლებიანი მოწნული ლასტი; ხმარობენ საწოლად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი