* * *


(მანდაეთს)

,,-დე, სოფლის მადლმა, შენად შერაცხო
წყალი, ბეჟიას, თუნდ ბა, ბა, ბა, ბუ!
ესაა - ცომი კეცებს შეაცხო,
ერხანს დარჩეო..."- კედლიდან,- ბაბუმ.
  ჩრჩილს შერჩა ჩარჩო თუ- ,,ბიჭო, ბიბო",
დრომ გორად დაწყა კაბიწით კილი.
   ,,-შეგეცადაო..."- შემჩივის ბებოც
ფოტოდან: ,,-ნუთუ კბილის წილ- კბილი?"
   მივდივარ, თვალნი წყრებიან ეგზომ,
შუკამდე მომდევს სურნელი, ჭადის
და როგორც რწევით წყაროზე ე გზა,
თამბაქოს ბოლი ფილტვებში ჩადის.

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი