დედაჩემო
●
თვალწინ- ასწლოვანი უნაბები,
ოდა, თავშალი და კარაული...
სულში- სიმშვიდის ზღვის მონაბერი,
დედა- ამ სიმშვიდის ყარაული.
ყველა ამოსუნთქვა
და უჯრედი,
დილაც, ისეთია-
დედის დარი!
მიყვარს მაგიდებზე და უჯრებში:
ნარმა, სათითე და თითისტარი.
...დღესაც ჩვენს უნაბთან იფეთქა მზემ,
გაქრა ერთიანად Დრე და ჩერო.
ყველგან შენი სახე, სიფაქიზე,
დედა,
ჩემო დედი,
დედაჩემო,-
ყველგან...
და ჩურჩულიც, თურმე, ნიავს
მოაქვს ჩემთვის ლოცვად!
მშობე ბედად...
მწვდება და სიცოცხლის სურნელი აქვს-
დედას,
მშობელ დედას,
მშობელ დედას...
თვალწინ- ასწლოვანი უნაბები,
ოდა, თავშალი და კარაული...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი