მამაჩემი


● 

თენდება კვირა, 5 მარტია,
ძალა და ღონე მეამა, ჩემივ-
როგორც კედელი, ისე მარტყია,
ფართე ბეჭებით, მე, მამაჩემი.
Ის, გულით წმინდა, როგორც სახატე
და ისე სუფთა, ვით არს ბარძიმი...
წამს, გონებაში ისევ დავხატე,
რომ ეზიდება ყანას ბარს, მძიმეს.
ჰე, გული მერჯის, ღმერთთან მააჯა-
დე, გვღლიდეს დილის ქადაგის- წიო...
მე კი კალთაში ვიჯდე, მა, მაჯა,
როგორც რომ ადრე- ,,გადაგიწიო"
და მოთმინება რქებით ველს ებას...
,,ხელთდამალული" მზე ამაჩემო...
      ო, მზიდო, უნდა, მხრებით, ვეება,
      სიყმისა დარად, მე, მამაჩემო!
მალე ზაფხული- ხუთვის მანტია,
შემოგვეხვევა, ვით განაჩენი...
თუმცა მანამდე ხუთი მარტია
და იბადება დღეს მამაჩემი!

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი