თიბათვე


(მანდაეთს...)

რძე ტორტმანით მიაქვთ ცურებს.
მზე ბოძის ჩრდილს, ურჩს და უქცევს,
ბორცვებისკენ მიაცურებს
და ,,პაპიროსს" ტუჩთ-შუა უქცევს.
სიო არწევს ოწინარებს,
ვით ხმელ აკვანთ მაშინ დილა...
და ცის ქერცლი უწინარეს
ივნისივით მოშვინდილდა.
წუხს უღელთა განტოლება-
ცელმა ზვინი დადო შამბით...
ნეშო ყრია გონდოლებად...-
 დგას თიბათვე დიდის ამბით.

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი