იცის, ღმერთმა...
დგება ჟამი- შემოდგომის წირვის!
ალბათ, ზარიც ირეკება სადმე...
ახლა, ცივა... ცივა...
ქარიც წივის
და სად, შენ, ხარ- ღმერთმა იცის!- სად, მე...
უძრაობა უიმედოდ მთანგავს,
მაგრამ ვუძლებ!
ვითმენ...
ვითმენ...
ვითმენ...
და სიცოცხლე, თან არა და თან ჰგავს-
უკვე მკვდარ ზღვას, დადუმებულს,- ვით მე...
და რაც ჰკლავდა, მას, მფიტავდა მეც- ის...
თითო სევდას არ მარჩენდა, მე, თმა!
ახლა, შავ თაღს გავედრებდი, მე, ცის...
თუმცა, სად ხარ- იცის, მხოლოდ, ღმერთმა.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი