ბინდი
(მანდაეთს) ნასიცხი, როცა, თელა ჩქაფის სურვილით გოდებს და ფარღალალა ოდებს ფონე მტევნებით თელავს; სიმინდის ყანის ყუა ჩრდილით ტანმაღალ პამპასს ეცემა როცა,- პაპას მისდევს წიქარა. ყრუა* ტყე, იფნის სახრე ლაყბობს: ,,-დიდო, შე სამგლე, დიიდო"! ,,გაღიმებისას" თითო- ღრმული უჩნდებათ ლოყებს, ღრუბელთა, და თუ ახდეს...- ცა წვება აგერ როდის და ,,ჟოლობების" როდინს სეტყვის ფილთაქვა ახდენს.* მიყუჩდა, ახა*, ,,წი-ვი"! მზე კოხშინშხალის ტყვეა, ბინდი კი, როგორც ტყვია, მთების გადმოღმა წივის. თამთა მუმლაძე ✏ * მივარდნილი; * ბარბარიზმი; * წახდენა; * შორისდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი