ა ლ ტ ე რ ე გ ო
⚫
მარადმწვანე ბადიანი...
ქოხს შინ- ორი:
მე და ჩემი ,,ალტერ ეგო"...
რა დილაა!
მაგიდაზე- ფორმატები... ,,კოხინორი"...
და ,,ას ექვსზე" მომართული რადიოლა
აფრქვევს ჰანგებს: ,,ჭერს ნუ ახდი, ნუ, სახლს, ქარო!
ნუ გადაჰყრი ანჯამათა გობებს შორით..."
ჩემში, ეგო,- შიშველი და უსახლკარო,
ჰგავს დუმფარებსშეფარებულ გომბეშოებს!
რადიოლა უკრავს მშვიდად... ძალზედ მშვიდად
და შეგრძნება ,,ალტერ ეგოს", ალბათ,- შური.
შურს, სიმშვიდე თუ,-
ჭკუიდან, მსგავსად მშლიდა,
გამჭვარტლული, ძველი ლამფის აბაჟურის!
გავექეცი. ქოხმა კარი მიხურა და
ორი მილი ფეხაკრებით გავიარე.
ჩიხებიდან ,,ალტერ ეგო" მიყურებდა...
მიყურებდა, ვით საშიში გავიალი.
ხითხითებდა...
ქუდს იხდიდა: ,,კაი შალომ!"
დაღმართები არ იტეხდნენ, არ, შახს... მათით
გონებაში ჭრელი დაფა გაიშალა!-
როქი...- როქი... ლაზიერი... და ,,შახ- მათი"!
არის!
(ყველგან თოვლი... თოვლი... თუცა მარტის...
ალბათ, ყინვას თუ აფარებს თავს- შიფერს) და
მე სახლს, ჩემს სახლს ვუბრუნდები უკვე მარტო-
მოვიშორე ,,ალტერ ეგო"!
ტაში...
ფარდა...
დავითხოვე ხასიათი, ოხ,- მინორი!
მაჟორები კი არ თოვენ,- ბარდნიან! ვის
არ მოხიბლავს თაბახები... ,,კოხინორი"...
და ფანჯრიდან- მარადმწვანე ბადიანი.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი