* * *


ეკიდებოდა ტალღა, ო, წკირად
მზეს- ზღვა იყრიდა კოპთა თავზევით.
ქალშავამ თვალი- თალხი, მოწკურა, 
ვაჟს უსხლტებოდა კოფთა თევზივით...

  დაჩხავის ზედა ვირთა ყორანი-
ისე ხაოდა კატა მარანში...
და იწვებოდა, ვითა ხორანი*,-
ადამის მოდგმა კატამარანში.

✏

*ხორა- შეშის ზვინი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი