* * *
* * * მთას შემოეცვა, ანძიან,- თქეში! მოდის და სახით თან მოაქვს კდემა... ჰო, საქართველო განძია მთებში- თქეშიც, ვით ქურდი, მთას მოასკდება. ჩანს, ირეცხება სამსალ-ურვიან, როს მიწა გვაძლევს პურს ფესვიანა- ჰო, საქართველო სამსახურია და ქართველობა პროფესიაა. თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი