გ ა მ ო დ ა რ ე ბ ა
● გ ა მ ო დ ა რ ე ბ ა
(მანდაეთს)
ეკიდებიან Ჭერთ Ქვე ბუდენი.
Გაალმასებულ ენითღა ბალთავს
ცას ელვა,- ფუყე და ქვებუდანი.
Ჩანს, მალე სრულად შეიკრავს Ბალთას...
Წამოიმართნენ ლაფში Ერთობ ზე:
Ჯიმლა, Მაჩალო, არყა და ფიჩხა...
Და გამოვიდა დედაც ერდოზე,
მესკიელასთვის პური დაფინჩხა.
ხელთ დასხლტომიათ ზესხმათ კიფარა,
ჯანღს Შეატოვეს შჯა, თეთრს, ეული...
გადაიკარა, მწყემსმა Კი ფარა
მთაზე გაფინა, ვით თეთრეული.
Თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი