მ ა ღ ა რ ო ე ლ ი
⚫
სწადს ცისთვის მიწა ბარით მოწკუროს,
Გაასინჯვინოს, რაც არი ქვეშა...
ააჩხრიალებს ბარე ოც ქურუშს,
ჩამოიფერთხავს, როცა რომ ქვიშას...
მზემ გადაყარა სხივნი შორი-შორს,
თეთრი საგველა შვა აკაციის.
თახახიანი ჰყვება შარიშურს-
მიწიდან მოდის, შავია კაცი.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი