ა ლ უ ბ ლ ე ბ ი ს ქ უ ჩ ი ს კ უ თ ხ ე შ ი


⚫

ძველი კონვერტი შორიდან მეტრფის 
ვით Თაფლის რანგი, ურჩი, კათხისა...
  ო, მე კვლავ გნახავ შანდორ პეტეფის
და ალუბლების ქუჩის კუთხეში...

ახლა ეს თრთოლვა და ვნებაც ისევ,
იქნებ სიყალბით მოჰგავს ფიანიტს...
მაგრამ ეს მხრები...-  მყიდიან ისე,
როგორც თითები დამწყებ პიანისტს.

ჰო, მესმის უკვე სანდო მე ტერფის 
ხმები და ბიჯი მძიმე, უხეში...
   ჩვენ ისევ ვხვდებით შანდორ პეტეფის 
და ალუბლების ქუჩის კუთხეში!

შენ ღელავ ალბათ ისე, ო, ისე...
თან სანთებელას ეძებ ხელებით...
ალბათ ჩემს სუნთქვას ისევ მოისმენ 
და გამაღვიძებ მძაფრი ხველებით...

მნათი აჩვენებს შანდალთ ფეთებას.
შინ, ჩაფიქრებულს, ტუჩის კუთხე მშლის.
  ო, ისევ... ისევ... შანდორ პეტეფის
და ალუბლების ქუჩის კუთხეში...

თამთა მუმლაძე ✏

2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი