ავდარი
● ა ვ დ ა რ ი
(Მანდაეთს)
ქართ ანძალი* Ამუშავეს, აფრისა,
მოუსინჯეს უბე ხევთა და კოლტებს*.
ქნა პირი ცამ,- Ამ უშავეს აფრისით
Დაიფარა Გაცრეცილი დეკოლტე.
,,-ძიძო ხვალ რომ უღალოთა წალეკონ..."-
Წყავიანის ვალალებას ჭა იტანს*.
ვაგლახ, ხვალომ უღალატა წალიკონს!
ახლა აშლილ მაისურას ჩაიტანს...
Თამთა მუმლაძე ✏
* (კუთხ.) ანძა;
* (კუთხ.) გამომწვარი თიხა, რომელზეც გამოწვისას გამოსაწვავ ქვევრს Დგამენ;
* ითმენს.
მხატვარი: Ნიკა ტოტოლაშვილი 🎨
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი