Წასული


● 

ვიდრე შეიყრიდა კოპთა
ზეცა- ღრუბლის, ცამდე ნაზიდ
მთა-გორაკებს ნისლის ,,კოფთა"
ეხვეოდათ წელზე ნაზად.
  Თუ ქვენათი მიწა Დახმა-
იშლებოდა თოხთა რიგი;
Ჯაგლაგი კი პატრონს დაღმა 
Მიჰყვებოდა თოხარიკით.
  თუთუნისთვის გაზეთს Ხევდა
ბაბუ სხვენში, თხილთან- თუგინდ...
Რძეს სალბუნად წკვარამ Ხევთა
მიათრევდა მთვარე თუნგით.

Თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი