Საქართველო
⚫ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
(Ილია მართალს)
რომ შემოიჭირა Საკართული
Დღემ, Წამოიმართა Მით იო*... და
Გზაზე ფართო ეტლი მიდიოდა-
ეტლში ეტეოდა საქართველო.
მწვანე გადაეკრა, Შილიფანი*,
ჭაკზე- ტაბახტითა, ო, სველია...
იგი* მოდიოდა შილიფად და
Სუნი ასდიოდა- Ბოსველიას*.
Ქართა Წერაყინი Ამუშავეს;
Ხებუჩქს Დაუამეს ,,გუმა"* Თივით...
Ჩრდილი, თოფაწვდილთა, ამ უშავეს
Ჩირგვებს ადგებოდა გუმბათივით-
Თულნი Უხვდებოდნენ Ამ უთოფოს.
Ხელთა გამოსტაცეს Ქართ ველობა-
Ჰოდე, ფარდებს უკან მამულს თოფავს
გარეგამხედვარი ქართველობა.
უკვირთ ტაბასტისა Ნუცა მართვეთ,
ისმენს შარაბნიდან Ილი* ავად:
,,-Ამ კაცს ნუ მომიკლავთ, ნუ წამართმევთ..."
,,-ახა...
ილია ვარ!
Ილია ვარ..."
მსჯავრი განაჩინა Მაგიდამაც*,
დარდი აერევა* გაისს ოლეს...
ჰაი, გიდი! ხაფად მაგიტომაც,
Ხროხთა თოფ-დამბაჩა გაისროლეს,-
Ერთხმივ განზე მდგომთა ერობისგან,
ერს რომ განაფრთხობდა, ჩაძინებულს;
Ძალუმ უწალდავდა ევროპისკენ
გზას...
ფანდს ასრულებდა ცა, ჩინებულს-
ლეგა ჩამოაწვა Უღალოთა,
Დინჯად მოეკიდა ,,წიწანს" მური;
თითქოს საქართველოს Უღალატა,
Ისე წითლდებოდა წიწამური
სისხლით. Ჯირმიხები Იმ არითა
ელდით შიშნეული Ბერდებიან.
ალბათ შუბლი იყო იმერეთი...
Ალბათ ქართლ-კახეთი ფერდებია...
ესრე, Მავნებელთა გახრეს მტილი,
Უნდოდ ქანაობდა საკარდლე. ო,
დიდი გული ჰქონდა გახვრეტილი...
სამი ტყვიით წახდა საქართველო...
Ისმის სათხოელი და დის ოხვრა
Უშტი, უშტის-უშტი... (ივ*, ,,ლიასთვის"*...)
გზაგზა ლანდივითღა დადის ოლღა:
,,-აანთეთ სანთელი ილიასთვის...
ეს კაცი ქვეყანას სჭირდებოდა...
ეს კაცი ქვეყანას სჭირდებოდა..."
Თამთა მუმლაძე ✏
9.07.2024
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
* იო- (ბერძნ.) მთვარის ღვთაება ძველ არგოსში;
* შილიფა- დაწნული, ბრტყელი ზონარი;
* ეტლი;
* ბოსველია- საკმევლის ხე;
* გუმა -სიმსივნური კვანძი. Აქ: კოჟრი;
* დარდის არევა- სევდის მოძალება;
* ილი- ბალახოვანი მცენარე;
* მაგიდა- ზოგი დაწესებულების განყოფილება, რომელიც განაგებს სპეციალურ საქმეებს;
* Ივ- სიხარულის გამომხატველი შორისდ.
* ლია- (Ქართლ.კახ.) გუბე. Აქ: ცრემლის გუბე.
* * *
Მახრამ იხარა, ხრა რამი...
თერხვს აქროლებდა ელია,
Რომ წიწაᲛურმა ,,ცხრა გრამი"
ჭირი შეჰყარა ილიას.
Სწვდა ჰაიჰარად Ეტთა-და,
Სისხლით მიჩქმალა კილები...
იდგა სამშობლო ეტლთან და
სული ეჭირა კბილებით.
✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი