შემოდგომა
● შ ე მ ო დ გ ო მ ა აივსო ვალალის Ბოღჩა და- ხნისა! ელვა მრისხანებს Და ერთობ ინათა. შიშმა უტყვი სულის* ბაღჩა დაყნოსა, ბოლოს თვალებში დაედო ბინა და Მწვანე ოთახი აქვს. Შეაბათქაშა... ვაჰ, ილახლახა უნდომ... Იხუთება... Მწვანილი დახია, შეაბა თქეში ლიფსმა, ჭადრებთან უნდა მიხუტება. Წინგარდი დალეწეს ქართა სრულიად... ზესხმით დანამეს აყალო, ჩარისა... უჩქამო დღეები გარდასულია და ჟამმა ჩქროთა აღალი ჩარაზა, ისევაც ცისპირზე ჩანდა მოგვიცა*... ხმაურს გამოსცემს კატაღა ეზოდან. ამბის თალათინის ჩანთა მოგვეცა- რწევით დაჰყვება კატარღა, ესოდენ, მტკვარს. შინ მატერია და ოთახია. Როცა დარდობა, Უნდომი, ხუთდება, სიმრუმეს თვალები დაუდაღია და თავს სიყმესთან უნდა მიხუტება,- ბრკიალებს ანძაღა...- Განძია მთებში! სერი სვრელებით Დაკუჭა ცა, ბაცი, Როს ღამე ჩამოდგა,- ანცი რამ, თეფშით. დღე გამოთავდა... Და ქუჩა, ცაბაძის. Თამთა მუმლაძე ✏ * უტყვი სული- სამშვინველი; * მოგვი- ცეცხლმსახურების ქურუმი (აქ: მზე).
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი