მიმწუხრი


⚫ მ ი მ წ უ ხ რ ი

ზენარს კიაფს მოგვრის ისა
და მოუკიდებს ობად...-
მოინაგრებს მოგვი, ცისა,
დამოუკიდებლობას.

ჩანავლდება აწიც მათთა
უკან თელა, სავირთხო.
ცისკიდური აწიწმატდა
კურკანტელასავითღა.

ბაკმი დადნა და დამუწა
იარამაც ყირანჭა-
მზე ჩავიდა (დედამიწა 
კი არ ამოყირავდა).

თამთა მუმლაძე ✏️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი