სეფე


● ს ე ფ ე
     (გალაკტიონს)

ვითა სეფე, პასი, აკი,
და ჭვირობით*, თითქო, ცივით,
სწორუპოვრის სპასიაკით,
მიდიოდა დიდკაცივით
იგი. 
ვითმე ჩამიჩუმთა
სახიერი შერისხოდა...
შფოთიანი ცა მიჩუმდა
ცისფერ წირთა* შორის. 
ჰოდა,
უკუნეთის შავ ტაბუთა,-
სათაელთა, განა, გდიონ,
ცის დამდგენო*, შატაბუტა
მიწრიელი* განაგდე, ო...
  ქალამანი დამბალიყო.
კიდე იყო ამბის, იქი...
  შუბლი, მისი, დამბა* იყო.
რა ხდებოდა დამბის იქით?

თამთა მუმლაძე ✏️

*ძვ. მზერა;
*ძვ. მოჩვენება;
*ღმერთი;
*ეშმაკი;
*ჯებირი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ძაალიან კარგიაა

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი