მალალი


● მ ა ლ ა ლ ი*

  რუდუნსა, მისსა, აფერუმ! არის
ბერი მალალი, როგორც იანი.
  უფლისთვის გასცა და ფერ-უმარილს,
თაფლისას, იცხებს როგო*, ციანი.

  დგას ნავჭურჭელი. დაგმეს ილია
ავსულთა. ერთვის დუნედ არეს ის.
ცამრგვალში უკვე დაკემსილია
მარადი ხირღა*, უნეტარესის...

თამთა მუმლაძე ✏

*მალალი- სათუთი;
*როგო- სკა;
*ხირღა- წამოსასხამი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი