მაბეზარა


⚫ მ Ა Ბ Ე ზ Ა რ Ა

ბური გაკვეთეს მეტეორთა,
ნატვრა წაიღეს. თუცა,- მართვეს,
ზეცა თვალებში მეტეოდა...
  ნარიჟრაჟევთა თუ წამართვეს

ჟინით ნაშენი ხელთა ხიდი,
თავშესაფარი მომცა ღამემ.
ტლანქად ჩამოწვა ხელ*-თავხედი
როს, დაყვედრებით მომძახა მე...

ყურად ვიღებდი მეც რცხვენილად,
შორის ნამჯათა, შესაკვრელთა,-
  რომ მაბეზარა მერცხალი ვარ,
ბუდეს ვიკეთებ შენს სარკმელთან...

თამთა მუმლაძე ✏️

*ძვ. გიჟი, შმაგი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი