ასაღამოება
⚫ Ა ს Ა ღ Ა Მ Ო Ე Ბ Ა მაღლა ამოტანილ, ასერგას ინჩით, სოფელს ბური ედგა ესე, ვით ქაფი. შმაგი მდინარე ხარ, ასე გასინჯეთ, ვითომდა, ნაპირებს ესევი თქაფვით... ქარმა, მიმხედავმა, ვით ექიმმა, რტოს მიაწყვიტა ჩიტი. მიწურ ულამზე* ისხდნენ ბრმა თაგვები. ვიდექი მარტო. ფაფხურობდა ჭასთან, მიწურულა მზე, აურაცხელით და დიდ აურითა. ცეცხლში დაიხარჯოს, დე, თრიქვით*! ხეში* ჩრდილი იზრდებოდა- დედა უვლიდა, მოდიოდა ღამე თეთრი ქვით ხელში... თამთა მუმლაძე ✏️ *ძვ. ნადი; *თრევით ((კუთხ.) (იმერ.)); *ნაქსოვი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი