პანორამა
⚫ 𝓟 𝓪 𝓷 𝓸 𝓻 𝓪 𝓶 𝓪
(𝓚𝓼𝓸𝓿𝓻𝓲𝓼𝓼)
ხაკის* ბინდს აფენს ღამე. ის ელფებით*
მოგელავს, ვა*, თუ რამე უნდო მეთქვას...
(ჰი*, ხავსთაც მწვანე საბნით უნდომეთ ქვას
დაბურვა, თვით ჭაობში ისე ლპებით,
ვით ლელი...) ზეცას ბურჯღუმს* თუნიც* ახლის,
დამსა ხდის*, მთვარის ლანდი იმას ება;
კაეშანს შემოისხამს, დუნე ძაღლის -
(საღამოს ყველა გლახა იმოსება...)
და ჟინჟლი დაყოვნებით ეპკურება,
ნათხარმა ,,შემაზრზენი'' ყია მალა -
გაწვიმდა... მთანი, მშვიდი ებგურები,
გუბურში გადავიდნენ ყირამალა.
𝓣𝓪𝓶𝓽𝓪 𝓜𝓾𝓶𝓵𝓪𝓭𝔃𝓮 ✏️
* ხაკი- მოყავისფრო მწვანე;
* ელფი- ჰაეროვანი არსება. ელფები თითქოს მთვარის სინათლეზე ფერხულს აბამენ და ცეკვავენ;
* ვა- ვაი;
* ჰი- (შორისდ.) გამოხატავს დაცინვას, ნიშნის მოგებას;
* ბურჯღუმი- უმცირესი ზომის მანათობელი ნაწილაკები, რომლებიც წარმოიქმნება ცეცხლიდან ან ნებისმიერი გავარვარებული საგნიდან;
* თუნი- ჭურჭლის გამოსაწვავი ქურა. აქ: ჩამავალი მზე;
* დამის მოხდა- ზედმეტი სინოტივის, წყლის მოცილება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი