,,Te quaero"
მაისის თოვლი, ისევ, მოვა მთებს
და გაიშლება თოვლში- კლდის ქუჩიც!
მე დაღლილს ფეხებს ძვლივსღა მოვათრევ,
თუმც, კვლავ დავყვები ნაპრებს, ქუჩის-
ო, ისევ გეძებ, ზმანებად... რულად...
ფურცლებში...(- მწამს, მე, შენზე მეტყვიან!)
და ახლა რასაც განვიცდი, სრულად-
იგი სურვილზე ასჯერ მეტია!
მკლავს მთების სუსხი! (სუსხი ხველას მფენს...)
და სუროსავით მაკრავს, მე, გარს და
(ო, როგორ მოჰგავს, იგი, ყველაფერს!
ყველაფერს- შენი ღიმილის გარდა)
კვლავ, როგორც წლების სიუხვე- ნაოჭს,
დაღალულ ფეხებს, ისე მოვათრევ!
ვიცი, გპოვებ შენ!- თავნებას და ურჩს...
და თოვლიც, ალბათ, ისევ მოვა მთებს…
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი