შენ სახლი ხარ
შენ ხარ ჭერი,-
სახლის!
სახლის კარი-
მე
(ვეჭიდებით
სამხილს,
ჩაგრულის,-
ხან მრეს...)
და ცხოვრება,
ჩვენი-
წმინდა
,,ვენდეტა"!
დღენი,
ფოთოლცვენის,-
ერთურთს
ვენდეთ და
ვცვალეთ დარით!
ვტკბებით-
ერთად ნაშენით!
სუნთქავ-
და რით?!
თბები-
ჩემით
და შენით!
თუმც, სველი
ღაწვების
მალვაც მოსდით,
წლებს!
შენ ჩემთან ხარ,-
წვები,
მე კი-
ვეღარ ვძლებ!
დროა-
ტყვიას მახლი!
როგორც ქარი-
მრევ...
მაინც, ჭერი-
სახლის...
მაინც,
კარი- მე
და ერთურთი
გვშვენის!-
მე- შენ,
შენ- მე და...
და ცხოვრებაც,
ჩვენი,-
წმინდა
,,ვენდეტა"!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი