ჩვენს ნოემბერს...


ჩემს ნოემბერს 
ფოთოლცვენის
სურნელი აქვს!
შენს ნოემბერს, 
ფერი ადევს, 
ნეტავ, რისი...
მერამდენედ 
დავაბარო,
სულ მე, ნიავს...
   ან მოაქვს კი?- 
შენც არ მწერ და 
მეც არ ვიცი...

ქარიშხლები,
ისევ, ფოთლებს 
დაჰგვიან და
დაანთებენ 
წითელ-ყვითელ,
ჯიქურ ალებს!
  იცი?- სანამ 
საბოლოოდ 
დაგვიანდა
დააბარე, 
რამე, ჩემთან,-
        მიმკურნალე...

უსიტყვობა,
გულში- ლახვრად 
და ქიმარად,-
და ეჭვის ზღვა 
ულმობელად, 
ისევ მკლავდა!-
რომ სიყვარულს...
სიყვარულის 
მჯიღს კი არა,
რომ ფეთქვასაც 
აღარ ჰგრძნობდი 
ზემოთ, მკლავთან...

ალბათ, წმიდა,
ის მირონი,
სხვით იცხე და
მე კი, შენის 
მოგონება 
მაკრავს გარს და...
ახლა, ჩემთან 
გიორგობის 
თვე იწყება
და... რა ვქნა, რომ
 არ მსურს არვინ,-
შენის გარდა?!

ცას ღრუბლების
მერამდენე 
ფენა ასწვდა!
ალბათ, რამდენს 
დაჰკარგავს, კვლავ,
კვლავ ჰპოვებს 
ბევრს...
    ჩემს ნოემბერს 
ფოთოლცვენის 
ფერი აქვს და...
რა ფერი აქვს, 
რა სურნელი, 
შენს ნოემბერს?!

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი