,,Autumnus elegia"
ჟინჟლავს, ისევ,- შემოდგომა ჟინჟლავს... (ალბათ, ნისლიც შემოდგომას უკმევს.) და რაც ახლა მემართება,- ჟინს ჰკლავს... მწუხარებაც აღარ ჰქვიან, უკვე! ვიცი, ახლა, ისევ ვიცი- სად არს... (მარამ უკვე, მელოდება, ან ვინ?) ვგავარ ღვთისგან მიტოვებულ საყდარს... ქარის გარდა, რომ არ სტუმრობს, არვინ...- ჩივის, ისევ, უსტუმრობას- კარი. ალბათ, ისევ ჩემზე იყრის იმ ჯავრს... და ვირწევი, როგორც არხევს ქარი- უმლოცველად მიტოვებულ ხის ჯვარს... მემართება, ნეტავ, რა, მე, ან მას... ისევ წვიმა... ისევ დარდი იმ ცის... და რაც ახლა, ჩემს თავს ხდება, ამას,- მწუხარებაც აღარ ჰქვიან, იცი?.. თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი