,,Petitio"
ო, მე, ისევ, ზმანებაში გნახე, წუხელ
(ზმანება, თუ მოჩვენება...- რა ქვიან, და...)
და უშენო გონებაში ისევ წუხდნენ:
,,-დაგვიანდა!"
,,-დაგვიანდა!"
,,-დაგვიანდა..."
იქვე, ახლოს, შენ მიცდი და- მოტევება...
სადღაც, იქვე, გზებია და- გამიჩერე...
სახე- შენი, ტანი- შენი, მომდევენ და
დამიჭერენ...
დამიჭერენ...
დამიჭერენ...
როგორც მაშინ, მდინარესთან... ო, მე, მაშინ,
ლამის, წყალში დაშვებული, მაბი- ჯებირს!
ო, მას შემდეგ მეორდება გონებაში-
ნაბიჯები...
ნაბიჯები...
ნაბიჯები...
ყველა სავალს და სიმაღლეს ავალ შენით-
ქვიშის კიბეს... (ერთ დროს შექმნილს), თუ ცა მოშლის!
და იმ გოდოლს- ჩვენ ერთად რომ ავაშენეთ-
ნუ ჩამოშლი!
ნუ ჩამოშლი!
ნუ ჩამოშლი...
ვეჭიდები არგამოწვდილ, ერთ წყვილ, ცრუ ხელს,-
ალბათ, სადღაც, იმედი მაქვს- დამიჭერენ...
მერამდენედ დამესიზმრე, იცი, წუხელ?-
დამიჯერე...
დამიჯერე...
დამიჯერე...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი