,,Spectare..."


ნიღბები და...
როლები და...
ლოშნა-
   იუდების, 
პაიკების სექტა!
საყურებლად, ავირჩიე, ლოჟა 
და ცხოვრების, ვაკვირდები, სპექტაკლს.

(პოზები და თამაშები მძაგს, მე!)
უგემურად ჩავამთავრებ ამ ტაქტს...
ძალს სპექტაკლი და ლოჟაში, ძალს- მე!
    მოსაწევად ველოდები ანტარქტს!

ვერ ვიხსენებ, მოვიკითხავ, სახელს...-
გაოცება...
თვალის წყვილი, ფართე...
    მე ლოჟაში განმიგმირეს სახე-
    ავდექი და გადმოვეტი პარტერს!

მგონი, აქაც გამოვდექი ურგი...
და ვგრძნობ აქაც მომაკითხა ,,ვალმა"!-
    და პარტერშიც გამიხვრიტა ზურგი-
    ორას ოცდაოთხმა წყვილმა თვალმა!

იქნებ, როლში?
იქნებ, ჟამი დადგა...
ის-ის იყო რომ ვთქვი- ,,ავალ სცენას!"-
რომ დამთავრდა წამიერად დადგმა
და დაეშვა ფარდა ავანსცენას.

და შეწყვიტეს დეკორების დადგმა.
ხმამ, სცენაზე, რა და აღარ როშა!
    მე ცხოვრების ვუყურებდი დადგმას,
    საყურებლად- ავირჩიე, ლოჟა.

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი