დაღლა...
მძიმეა განაჩენი!- დაღლა! დაღლა და დაღლა! და ანარეკლი, ჩემი,- უცხო მგონია ახლაც- ხელს მერამდენედ ვართმევ! (ან ეს ღიმილი, მგავს, სად...) და... წუთისოფელს ვათრევ- გრძელ კაბის კალთის მსგავსად... მწვავს ეს ქირქილი და ხმა, ცხოვრების,- განა ჩემი- ,,დაღლა... დაღლა და დაღლა..." მძიმეა, განაჩენი... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი