,,..."
მეჩვენება, ჩემი თვალის დირე-
შენი სახე,- ახლა, ისე შორი...
სამწერტილებს აღარ მოჰყვა ტირე,
სამწერტილებს აღარ მოჰყვა ორი...
შენი ფოტო ჩემს ჩარჩოებს შვენის,-
ჩემი დიდი სალოცავი ქაბა...-
და უჯრაში ჩაკეცილი შენი,
ნაფტალინისსუნიანი კაბა!
მე, უშენო, ყველა კუთხე ვთირე..
მოხვალ, ალბათ...
ზმანებადღა მოხვალ...
სამწერტილებს აღარ მოჰყვა ტირე,
სამწერტილებს აღარც ორი მოჰყვა...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი