,,dum scribo..."
ჟინი მოჰგავს გაუქმებულ რიალებს,
და თალიაც, თითქოს, სადღაც მიჰქრის...
ჩემს ოთახში პეპლის ჯარი ტრიალებს,
გონებას კი, არ ასვენებს- ფიქრის!
მით იელვებს შემოდგომის, როს, ცა,-
ალბათ, დროა, გაღვიძების და ცვლის...
ეს მაგიდაც შვებას ჰპოვებს, როცა-
გადავსებულ საფერფლეებს დაცლის...
(ცრის.)
კალამიც მზა სამელნეს ასცდა,-
სადღაც, ალბათ, აზრმა მთხოვა შეცდა...
წინ, პეპლები, კვლავ, ვერ თმობენ ალს და...
და ჩემსავით მერამდენე შეცდა...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი